|
2019-03-21 12:27:12, 1302 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა -რუსთავი2
მსჯავრდებულ დეკანოზს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რომელსაც სასულიერო პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ იღებს. მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობის შესახებ “კურიერმა” 21 გვერდიანი დასკვნა მოიპოვა. დოკუმენტს ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს. ისინი საქმეში სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით ჩაერთვნენ. შეისწავლეს ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, ჩატარებული კვლევები და მკურნალობის მეთოდი. სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ოთხჯერ პირადად შეხვდნენ მსჯავრდებულ დეკანოზს და მისი ჯანმრთელობა ამის საფუძველზე შეაფასეს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა რთულია და კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება. ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ დეკანოზმა საპატიმროში პოლიტრავმაც მიიღო. სახალხო დამცველმა დღეს ღიად მოუწოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დეკანოზი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ ადვოკატებიც და მამალაძის ოჯახის წევრებიც. გახდება თუ არა ეს დასკვნა იმის საფუძველი, რომ საპატრიარქომ შეწყალებისთვის მიმართოს პრეზიდენტს – ამ კითხვაზე საპატრიარქოს იურისტს კომენტარი გაკეთება არ სურს. აცხადებს, რომ სამართლებრივად ადვოკატებმა უნდა იბრძოლონ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ გაითვალისწინებს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას პრეზიდენტი. მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალებაზე კურიერის შეკითხვას პრეზიდენტი ირონიულად პასუხობს. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)