00:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 15:49:29, 1117 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის მიწის რეგისტრაციის რეფორმა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა.

„მე მინდა, შესაბამის დარგობრივ კომიტეტს და ბატონ ოთარ დანელიას ვუთხრა მადლობა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავაგრძელეთ 2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის  რეფორმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა და ვის, თუ არა თქვენ - დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს რეფორმა. დღეის მდგომარეობით 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან ამ რეფორმის შედეგად არის ეს თანხა.  ვფიქრობ, რომ  არის ძალიან ხელშესახები წარმატება ამ ჩვენი რეფორმის, თუმცა, მარჯვენა ფლანგი ამას ალბათ წარუმატებლობის სიაში მოიაზრებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics