|
2019-03-20 14:40:43, 1111 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გაბუნია - იმედია „არილის“ და „საუნჯის“ გამოცემისთვის სამინისტრო შეძლებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას
„იმედს გამოვთქვამ, რომ „არილის“ და „საუნჯის“ უწყვეტად და სრულფასოვნად გამოცემისთვის სამინისტრო შეძლებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე ექნება კომუნიკაცია განათლების მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან და იმედს გამოთქვამს რომ სამინისტრო გამონახავს შესაძლებლობას ჟურნალების „არილის“ და „საუნჯის“ უწყვეტი გამოცემისთვის. „ორივე ლიტერატურული ჟურნალი ასრულებს დიდ და მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ასახვის და გამოხატვის საქმეში და მე დარწმუნებული ვარ, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდება ამ საკითხს და ამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ჟურნალებს მომავალშიც ექნება სახელმწიფოს მხრიდან ურყევი და სათანადო მხარდაჭერა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
(NS)
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)