|
2015-06-22 11:25:44, 397 ნახვა
საზოგადოება
საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია
საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2015 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). საგამოცდო ტესტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ. ტესტების ტრანსპორტირებისას დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა: საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები - 40 000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 17 ათასზე მეტი პედაგოგი. 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)