21:37 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 17:07:57, 3996 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე პოსტს საკუთარი ნებით ტოვებს

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენას ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.

„როდესაც კენჭისყრა ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკუთხზე გაიმართა, მე გავედი პრესასთან და ეგრევე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მე გადავწყვიტე თვითონ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და გავაკეთე ამის თაობაზე ახსნა-განმარტება. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი ხელოწერილი განცხადება, რომელსახ ახლავე გადმოგცემთ. ასე რომ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, უღრმესი მადლობა, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics