|
2015-06-21 17:49:53, 465 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონაში შეიარაღებული ძალების დამატებითი პირადი შემადგენლობა ჩაერთო
შუადღიდან სვანიძის ქუჩასა და „მზიურში“ მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დამატებითი პირადი შემადგენლობა ჩაერთო. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რთულ ობიექტებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად მუშაობენ. სამხედრო მოსამსახურეები „მზიურისა“ და სვანიძის ქუჩის, ასევე ვაკის ძეხვეულის ქარხნის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა - სატვირთო თვითმცლელი მანქანები, ექსკავატორები, თვითმტვირთავები და სხვადახვა მოდიფიკაციის ტრაქტორი. საქართველოს შეიარაღებული ძალების დამატებითი პირადი შემადგენლობა სალიკვიდაციო სამუშაოებში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში შექმნილი საგანგებო შტაბის თხოვნით ჩაერთო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)