|
2019-03-18 12:09:33, 1138 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - მათ უნდათ პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს
ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს“, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი live“-ში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, სასურველია ქვეყანამ გაითვალისწინოს ყოველთვის და ყურადღება მიაქციოს ანგარიშში წამოწეულ საკითხებს. „ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს და თუ არის თემები, რომლებზეც საზოგადოება დაობს, ამ თემებს მიაქციოს დამატებითი ყურადღება და ეცადოს, რომ ამ მიმართულებით გადადგას სწორი ნაბიჯები. ამ ანგარიშში დასკვნების გამოტანა და შეფასებები არ ხდება, ანგარიშში ასახულია ის, თუ ქვეყანაში რაზე მსჯელობენ. სასურველია ქვეყანამ გაითვალისწინოს ყოველთვის და ყურადღება მიაქციოს წამოწეულ საკითხებს. ეხება პრობლემურ თემებს. ქალთა მიმართ ძალადობა არის თემა, რომელზეც არავინ დაობს, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეტეთ წინ შსს-მ იმუშავა ძალიან კარგად, პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ბევრი რამ გაკეთდა და და შესბამისად, ეს ასეც არის ასახული. ძირითადი თემები ყურადღებამისაქცევია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო რეფორმაში რომ გვქვს საქმე გასაკეთებელი და სასამართლო დამოუკიდებლობის ეფექტიანობის სამართლიანობის კუთხით ქვეყანაში რომ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი, ამაში არავის თქმა გვჭირდება , ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეს საქმე დასრულებული არ არის, რაღაც კონდიციამდე მივედით , მაგრამ კიდევ უფრო შორს ვართ წასასვლელი, ამაზე აურზაურია ქვეყანაში და ბუნებრივია, ასეთ ანგარიშში მოხვდებოდა. ისევე, როგორც მაგალითად, ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის თემას. დღე არ გავა, რომ ადამიანი არ მოგვტაცონ, არის უმძიმესი შემთხვევები, სულ ახლახანს ადამიანი დაიღუპა და უმძიმესი ტრაგიკული მოვლენა იყო. მანამდე კიდევ რამდენიმე ფაქტი იყო ასეთ შემთხვევებზე რომ ყურადღება მახვილდება, ეს მნიშვნელოვანია და ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა საერთაშიროსო პლატფორმებზე გამოვიყენოთ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)