|
2019-03-15 18:30:37, 1139 ნახვა
საზოგადოება
ხურვალეთის მკვიდრი - რუსი ჯარისკაცები ბატონისაშვილების ბაღში ავტომატებით იდგნენ
„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით - მინიმუმ 8“, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა. როგოც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაინახა რამდენიმე ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის ბაღში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ბაღში მეორედ ასვლის შემდეგ, რუსი ოკუპანტები ადგილზე აღარ დახვდნენ. „გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით, ფეხები გაშლილი აქვთ და სახეზე ნიღბები, მინიმუმ, რვა. ახალი ტერიტორია აითვისეს - კოშკურის აქეთ ბატონისაშვილების ბაღში იდგნენ. მეორეჯერ რომ მივედი უკვე არ იდგნენ, მგონი, გააწევინეს უკან“, - განაცხადა ლუდა სალიამ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)