|
2019-03-14 20:17:59, 1216 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო - აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია
ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე განმარტებას აკეთებს. უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და 2018 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიში 2017 წლის კვლევებს ეფუძნება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა დღეისათვის უკვე შესრულებულია, კერძოდ: • 2018 წელს, ოფიციალურად დამტკიცდა და ვადების შესაბამისად ხორციელდება გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა; • 2018 წლის 27 ივლისს დამტკიცდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები; 1 აგვისტოდან ეს სტანდარტები ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა; • უმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; რუსთავში უკვე გაიხსნა ერთი ახალი სადგური; აპრილში თბილსს დაემატება კიდევ ერთი ავტომატური სადგური; სადგური გაიხსნება კასპშიც; იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის მონიტორინგის ქსელს 5 ახალი სადგური დაემატება; • ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის დროულად, უწყვეტად და მარტივი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი: air.gov.ge; • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა და ახორციელებს ჰაერის დაცვის თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გეგმას; • გაუმჯობესდა უწყებათშორისი კომუნიკაცია, რომლის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური უწყებათშორისი კომისია. რაც შეეხება რეკომენდაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექნის თაობაზე, მიმდინარე წელს, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყება აღნიშნულ სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში პრობლემურ დამაბინძურებლებს მიწისპირა ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირჟანგი (CO) წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული დამბინძურებელი ნივთიერებების თანამედროვე ავტომატური სადგურებზე უწყვეტი მონიტორინგის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით ფასდება და არც ერთი მათგანი არც 2017 და არც 2018 წლებში არ აჭარბებდა დადგენილ ნორმას. აღნიშნული უზუსტობები გამოწვეულია მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაში დაშვებული ცდომილებით. 15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორების მიერ ჩატარებულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი, საქართველოს გარდა, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ანგარიშის მიხედვით, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
(NS)
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)