23:38 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 19:13:05, 1071 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი ზალკალიანს - ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს - ეს მაგონებს ბავშვს, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს

 „ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, თუ მართლაც რაოდენ ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს. მე ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, იმიტომ, რომ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში გამოსვლისას.

საამდაშვილმა მინისტრს მიმართა, არის თუ არა იმის დრო, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ საუბარი დაიწყოს რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაწესებაზე.

„საქართველოს მეგობრის მიერ დაწერილი რეზოლუციაც კი, როგორიც მიიღო ევროპარლამენტმა და დაწერა საქართველოს ძალიან დიდმა მეგობარმა, არ საუბრობს სანქციებზე საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ ამაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, სანამ არ ისაუბრებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ამას არავინ სხვა არ გააკეთებს.

მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატის არსებობა, პირიქით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობებს. თქვენი შეფასება, ხომ არ უნდა შეწყდეს საერთოდ ეს შეხვედრები, როგორც სიგნალი იმის, რომ ძალიან მძიმედ არის ვითარება რეალურად იმიტომ, რომ რუსეთი ხან ხალხს გვიხოცავს, ხან თითს გვიქნევს და მუშტს გვიღერს, რომ არც გაბედოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ფიქრიო.

ინსტიტუციურ დემოკრატიაზე - იცით, რუსეთში არსებობს სუვერენული დემოკრატიის ცნება და თქვენ ახლა ინსტიტუციურ დემოკრატიას თუ დაარქმევთ დემოკრატიას, ეს არაფერს არ შეცვლის იმაში, რომ დემოკრატიის ძალიან საწყისი და მნიშვნელოვანი, ერთადერთი მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ თავისუფლება არჩევანის არჩევნებში. მსგავსი შეფასებები უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, როგორიც არის ეუთოს დასკვნა“,  - განაცხადა სამადაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics