|
2019-03-14 12:33:33, 1229 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელიმწიფო დეპარტამენტი: ოკუპირებულ ტერიოტირებზე დე ფაქტო მთავრობა უკანონო მკვლელობებს ჩადის
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიროტიებზე დე ფაქტო ხელისუფებების მიერ უკანონო მკვლელობებს ეხმიანება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში ცენტრალური მთავრობის კონტროლს კვლავაც არ ექვემდებარებოდნენ. ამასთან, ანგარიშის თანახმად, დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურ ქართველებს, არჩევნების გზით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდნენ. „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ რუსეთისა და დე ფაქტო მთავრობების მიერ ქვეყნის მოქალაქეების თვითნებური დაკავება და მათი სიცოცხლის ხელყოფა. დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში ცენტრალური მთავრობის კონტროლს კვლავაც არ ექვემდებარებოდნენ. ისინი სარგებლობდნენ მხარდაჭერით რუსეთის ჯარებისგან, რომლებიც რამდენიმე ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, და მესაზღვრეებისაგან, რომლებიც ამ ტერიტორიების ოკუპაციას ახდენდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 2008 წლიდანაა. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, ვინაიდან რეგიონზე წვდომა შეზღუდულია, თუმცა დარღვევების შესახებ განცხადებები მუდმივად ისმოდა. დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურ ქართველებს, არჩევნების გზით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა 2008 წლის კონფლიქტის დროს განდევნილი ქართველების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა, თუმცა ახალგორის მოსახლეობისათვის სპეციალური სასაზღვრო პუნქტი მაინც მოეწყო. დე ფაქტო მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის საშუალებას არ აძლევდა. გრძელდებოდა ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის მიერ წარმოებული "ბორდერიზაციისა" და თავიანთი თემებისა და შემოსავლის წყაროებისაგან ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის პროცესი. მოიპოვება სულ მცირე ერთი ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებებმა ერთი თვითნებური თუ უკანონო მკვლელობა ჩაიდინეს. თებერვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ეთნიკურად ქართველი ყოფილი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი დააკავა. ტატუნაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალა. თავიდან დე ფაქტო მთავრობამ მისი ნეშტის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა მარტში მიცვალებული საქართველოს მთავრობას მაინც გადაეცა. გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ორგანოები ამოცლილი იყო, რის საფუძველზეც მთავრობამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ნაწამები იყო. ივნისში მთავრობამ შეადგინა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელსაც სახელი ტატუნაშვილის და კიდევ ერთი მოქალაქის, 2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, გვარების მიხედვით დაერქვა. სიაში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების სავარაუდო დამრღვევი 33 პირი, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ სერიოზულ დანაშაულებებში ედებათ ბრალი. მთავრობამ ამ 33 პირს დაუწესა სანქციები, რომლებიც მათ ფინანსებზე, ქონებასა და გადაადგილებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)