|
2019-03-13 23:27:34, 1238 ნახვა
პოლიტიკა
„პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება პრობლემად რჩება“ - სახელმწიფო დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, ეუთოს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულად და პროფესიონალურ დონზე ორგანიზებულად შეაფასეს. "თუმცა შეშფოთება გამოთქვეს არათანაბარი გარემოს, ამომრჩევლის დაშინების და შურისძიების შიშის არსებობის გამო. დამკვირვებლებმა გაიმეორეს თავიანთი შეშფოთება მეორე ტურის შემდეგაც. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს თავისუფალ გარემოში შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარეს ძირი გამოუთხარა პროცესს. პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება პრობლემად რჩება. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების ჩათვლით. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს სცემეს, მიყენებული დაზიანებები საკმარისად სერიოზული იყო და რამდენიმე დღიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" 5 აქტივისტს ბრალი წაუყენა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ივნისში მარნეულის მერის მიერ მოქალაქეზე თავდასხმის გამო, რომელსაც აიძულა ბოდიში მოეხადა და საკუთარი შარდი სახეზე წაესვა", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგრიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. კვლევაში მოხვდა "რუსთავი 2"-ის, იბერიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხები. ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცები საქმესაც.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)