|
2015-06-20 17:04:40, 502 ნახვა
საზოგადოება
თინათინ ხიდაშელი მაშველის დაკრძალვას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ზურა მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, თინათინ ხიდაშელმა მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ცნობისთვის, მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დღეს დაკრძალეს. ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) "სამოქალაქო თავდადებისთვის" მედლით დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)