|
2019-03-13 18:11:50, 1243 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: მოსამართლეებზე კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება
კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისიასთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა ჯერ კიდევ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობის დროს დაიგეგმა. „ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს. როდესაც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვმუშაობდით, დასაწყისშივე დამკვიდრდა ეს პრაქტიკა. ჩვენ მათ გავუგზავნეთ პროექტი, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებდით საკომიტეტო მოსმენებს, განხილვებს, მათ შორის საზოგაოდოებასთან. ასეთივე პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა ვენეციის კომისიასთან ამ პროექტზეც. პირველ რიგში ისინი დებენ შუალედურ დასკვნას, სადაც პრინციპებთან დაკავშირებით საერთო აზრი ჩამოყალიბებული აქვთ და შემდეგ გადადიან დეტალებზე. აქედან გამომდინარე, საკომიტეტო მსჯელობები, მათ შორის საჯარო სივრცეში, ხელს არ შეუშლის ვენეციის კომისიის მუშაობას და ჩვენ ახლაც, როგორც მაშინ, გზადაგზა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება. ,,ისინი არიან ამ პროცესებზე ობიექტური დამკვირვებლები, ყველაზე კომპეტენტურები, ყველაზე მიუკერძოებლები - ამას აღიარებს თანამედროვე მსოფლიო, და ჩვენ, შესაბამისად, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს გამომდინარე ჩვენი ქართული სპეციფიკიდან და იმ სამართლებრივი რეალობიდან, რაც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი, რომელიც არის ძალიან დახვეწილი, კიდევ უფრო დაიხვეწება მათი რეკომენდაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად. თუკი რაიმე პატარა ხარვეზი არის ამის აღმოფხვრაც შესაძლებელია, თუმცა პრინციპების დონეზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული კანონპროექტი და ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებია მათში გაწერილი, მათ შორის მკაცრი პროცედურები, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სასამართლოს საბოლოო გაჯანსაღებისა და დამოუკიდებლობისაკენ. რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებაც კი არ ჰქონდეთ რიგ ადამიანებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეგახსენებთ, რომ ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)