|
2019-03-12 09:04:05, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ზუსტად 100 წლის წინ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა
ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პარლამენტმა გამართა პირველი სხდომა. სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ. პირველ სხდომაზე პარლამენტმა/დამფუძნებელმა კრებამ ერთსულოვნად, ხელახლა დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რითაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიულად არჩეული ორგანო და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა, ერთგული იყო დამოუკიდებლობისა. საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921-1938 წწ. წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 1992 წელს საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან (პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭო) და იმ დროისთვის უკვე ფლობდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა და დანიშნა ახალი არჩევნები, არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა. ცოტა ხანში სამხედრო საბჭო გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდ, რომელიც გაცილებით ფართო, წარმომადგენლობითი ორგანო იყო. შემოდგომის არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)