02:23 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 12:15:27, 1538 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: ენმ-ს წევრები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ

 „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის ისურვებდა რომ ენმ-ს წევრები პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დასწრებოდნენ.

მისივე განცხადებით, დღეს საუბარი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის როლის გაძლიერებასაც შეეხება.

ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics