|
2019-03-05 21:30:55, 1529 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ აპირებს პარლამენტში დეპუტატად შევიდეს და აპირებს "ქართული ოცნების" გაძლიერებაში შეიტანოს წვლილი - ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. "არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას, მთაწმინდაზე არ ვაპირებ კენჭისყრას და მე პარტიაში იმიტომ მოვედი ,გარკვეული როლი შევასრულო და წვლილი შევიტანო ამ პარტიის გაძლიერებაში -ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. რეალურად საბოლოო ჯამში მე მინდა ვთქვა,რომ რაც არის ჩემი მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში არის ის რომ ამით იქნება პარტია თუ სხვა თანამდებობა გეძლევა საშუალება რომ კარგი საქმე გააკეთოს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ კარი გავუხსნათ, მათ შორის ახალ წევრებს , ახალგაზრდებს , ნიჭიერ ახალგაზრდებს და მოხდეს ამ ყველაფრისთვის ახალი ენერგიის მიცემა. კარის გახსნაში მე ასევე ვგულისხმობ იმას, რომ პარტიის შიგნით რა თქმა უნდა არსებობს რესურსი , რომლეიც არის გამოუყენებელი ,ამ ადამიანების გამოყენება არის აუცილებელი და მათი ასე ვთქვათ დაწინაურება ,მათი მოტივაცია შემდეგ,ეს არის აუცილებელი საკითხი . - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)