|
2019-03-05 21:17:44, 1547 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალა და მისი სატელიტი NGO-ები ქაოსის შემოტანას და სისტემის ჩამოშლას ცდილობენ
ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ დესტრუქციული ოპოზიციური ძალა და მასთან დაკავშირებული ენ-ჯე-ოები ქაოსის შემოტანას და სისტემის ჩამოშლას ცდილობენ - ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. "ნაცმოძრაობა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები-ენ-ჯე-ოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. ნახეთ მათი „სამართლიანი“ მიდგომა: დღეს იგივე ადმიანები, გვარები არ მინდა გვაიმეორო ახლა, ხალხმა იცის კარგად, აპროტესტებენ ამ მოსამართეების უვადოდ დანიშვნას. რასთან გვაქვს საქმე: სამე გვაქვს იმასთან რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და კიდევ ერთი ქაოსი შეტანონ ამ სისტემაში. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი: რომ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, წარმოაჩინონ იმგვარად რომ ეს ყველაფერი თითქოს არის ივანიშვილის მიერ დადგმული, რომ სურვილი არის მორჩილებაში ვინმეს ყოლა და მე გარწმუნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი არც ინტერესდა მოსამათლეთა იმ გვარებით, იქ ასეულობით მოსამართლეზეა საუბარი. მას უბრალოდ არა აქვს შეხება ამ ადამიანებთან და არც უნდა ქონდეს. მას არც აქვს ამის სურვილი. სააკაშვილის და კუბლაშვილის დროს იყო ყველფერი აბსოლუტურად სხვაგვარად. ამაზეა საუბარი, თორემ თუ კითხვები არსებობს, მე მოხრე ვარ რომ ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პროცესი რომელიც დღეს მიმდინარეობს ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. " ასი საქმიდან , თუ ორ სამ საქმეს დამისახელებთ რომ აქ პრობლემა გაქვს ,მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებით. რაზე ვსაუბრობთ ეხლა, მე დაკვირვებული ვარ, თქვენზე არ მაქვს საუბარი, აი ოპონენტებზე ,ნუთ არ ახსოვთ რა მდგომარეობაში იყო ხალხი, 300 ათასი პრობაციონერი იყო და მთელი ეს სისტემარაც იყო შექმნილი. სასამართლო არ არსებობდა, ეს იყო ნოტარიუსი ,ნოტარიული დაწესებულება იყო, არ მინდა ეხლა შეურაცხყოფა მივაყენო ამ სიტემას, მაგრამ მაშინ ასეთი მიდგომა ჰქონდათ უბრალოდ. დღეს გადახედეთ სტატისტიკას ,გამამართლებელ , გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს,ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი. თუმცა მე არ ვამბობ,რომ ყველაფერი არის იდეალური და ვერც იქნება იდეალური,ვერასოდეს ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები და სახეზე. და კიდევ ერთი, თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება ,რომელიმე გვარზე მოსამართლეზე იქნება კითხვები ,ჩემი მოწოდებაა და ჩემი პოზიციაა ასეთი ,რომ კეთილი ინებონ მოსამართლეებმა ,ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას უნდა აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. პროცესი რომ შევაჯამო მთლიანობაში,ეს არის ორკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ . მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობობის მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში .“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)