14:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 14:37:08, 1593 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

"რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქართიას მიმართეს, - შესაბამის ინფორმაციას თავად ქართია ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.

"სადავო მასალა, რომელიც ეძღვნებოდა ქალის სასქესო ორგანოს აგებულებას და სექსუალური განათლების თემატიკას, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა "კურიერი P.S-ს"  ეთერში გავიდა. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ბავშვთა უფლებები და მსგავსი სიუჟეტები ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე გავლენას ახდენს, შესაბამისად აცხადებს, რომ "რუსთავი 2-მა" და მისმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი (ბავშვის ინტერესი) დაარღვიეს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები", - წერია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics