14:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 14:06:41, 1281 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული:

„N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ.

ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics