04:13 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 10:23:50, 1731 ნახვა

პოლიტიკა
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნეგატიური საარჩევნო კამპანია - ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე დასკვნას აქვეყნებს

საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ეუთო ანგარიშსში მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და ყურადღებას მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად უნდა გადაიხედოს და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები.

"არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წინასაარჩენო პერიოდში დაფიქსირდა ხისტი რიტორიკა, სიძულვილის ენა, ნეგატიური ქმედებები მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა წინასაარჩევნო კამპანია გადაფარა. ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე, რათა ხელი შეეწყოს მიუკერძოებლობის აღქმას. ყურადღება უნდა გამახვილდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების დროული განხილვის მექანიზმის შექმნაზე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კამპანიის დაფინანსების ეფექტური ზედამხედველობა და გამჭვირვალობა",-ნათქვამია ანგარიშში. 

ორგანიზაციამ მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ, ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი ერთადერთი იყო, რომელმაც ბანკისგან სესხის მიიღო. ეს ბანკი კი მმართველი გუნდის თავმჯდომარის მფლობელობაშია.

ავტორები წერენ, რომ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება მეორე ტურის წინ გააძლიერა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics