04:13 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 15:12:10, 1870 ნახვა

პოლიტიკა
​კარასინი: საქართველომ აირჩიოს ან სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები გახშირდა, - ამის შესახებ დიპლომატმა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს იმ დოზით განავითარებს, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად.

"ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები. ისინი საუბრობენ ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხის შემცველია. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას ხელს არ უწყობ. თბილისმა უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. ჩვენ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ამ შემთხვევაშიც საკითხი ანალოგიურად დგას. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ადგილიდან დაიძვრება - მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. საქართველო - ჩვენთვის ახლო ქვეყანაა. თუმცა საქართველოსთან ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა კარასინმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics