13:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 14:20:02, 909 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა  ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე, სამომავლო მიზნებსა და ქმედებებზე იმსჯელეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კონსერვაციის მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცვა და ხშირ შემთხვევაში, აღდგენის ღონისძიება უმნიშვნელოვანესია. მეორეს მხრივ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ პრიორიტეტულია. ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, დაცვის ღონისძიებების გატარება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს სამინისტროს აქვს შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს და შექმნის საკანონმდებლო საფუძველს ბიომრავალფეროვნების მართვის კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა  თანხვედრაში იყოს სამინისტროს პოლიტიკასთან. დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, მეტი კოორდინაციით, უფრო ეფექტური პოლიტიკის წარმოება და აღსრულების ღონისძიებების დაგეგმა წარმოადგენდა“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია ყველა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა  თუ სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო  ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics