|
2015-06-18 20:22:58, 352 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბარელაძესთან ერთად, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი ლევან კაპანაძე მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისს, სტიქიის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პატრულ-ინსპექტორები - ლევან კაპანაძე და ლევან ნათიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და მდინარე ვერეს ხეობაში ე.წ. ახალ გზაზე მოძრაობდნენ. მათ შენიშნეს, რომ ძლიერი წვიმის გამო მოქალაქეებს დახმარება ესაჭიროებოდათ. გზის სავალი ნაწილი თანდათან წყლით ივსებოდა. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაიწყეს მოქალაქეების ავტომანქანებიდან გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. მგზავრებს შორის იყვნენ ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალბატონი. საჭირო გახდა ფეხმძიმე ქალბატონის ავტომანქანით უსაფრთხო ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანა. პატრულ-ინსპექტორმა ლევან კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება, ქალბატონი საშიში ზონიდან საპატრულო ავტომანქანით გაეყვანა. როდესაც პატრულ-ინსპექტორი ავტომანქანით ცდილობდა ფეხმძიმესთან მიახლოებას, სწორედ ამ დროს, მოვარდნილმა წყალმა იგი ავტომანქანასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. ორსულ ქალბატონს და სხვა მოქალაქეებს ადგილზე ოპერატიულად მისულმა პატრულებმა და მაშველებმა აღმოუჩინეს დახმარება. დაკარგულ პატრულ-ინსპექტორს და საპატრულო მანქანას კოლეგები და მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ლევან კაპანაძე ძლიერმა დინებამ ავტომანქანიანად „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ჩააგდო. დროულად მოხერხდა ხევიდან პატრულ-ინსპექტორის ამოყვანა. ლევან კაპანაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)