11:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:48:17, 1037 ნახვა

სამხედრო
გაწმენდით სამუშაოებში შეიარაღებული ძალების დამატებითი ძალა ჩაერთო

სტიქიის ზონაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების დამატებითი ძალა ჩაერთო. 
თვდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზირებული ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეები სალიკვიდაციო სამუშაოებში შუადღიდან ახალ ლოკაციებზე  გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.  სამხედროები გმირთა მოედანსა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩის ბოლოში მდებარე კორპუსების სარდაფებისა და სადარბაზოების, ასევე ავტოფარეხების გაწმენდაში მონაწილეობენ. 
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე ღამეს ჩაერთო. დღეს, სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას თავდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო. თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
უწყების ცნობით, ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა წყნეთისა და სვანიძის ქუჩების, ვერეს ხეობაში ზოოპარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯარების ლოგისტიკური სარდლობის სპეციალური ტექნიკაცაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics