10:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 11:29:42, 1105 ნახვა

საზოგადოება
სეს-მა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

მათივე ცნობით, სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობს.

 თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.  სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები:  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები;  სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები;  ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები.  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.   გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics