10:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 16:38:40, 1047 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს

უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

აღნიშნულ მისამართზე, შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე  პარკინგი მოეწყობა, ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ავტოფარეხების დემონტაჟთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ სახეს მიიღებს. გვერდითა ეზოში, სადაც ოთხი ფარეხი დავშალეთ, სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზეც გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება “, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორ მისამართზე განახორციელა. ქეთევან წამებულის გამზირის N76-ში ახალი სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics