|
2019-02-20 15:35:17, 1136 ნახვა
საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება ქირურგიის ცენტრში - ეგვიპტის მოქალაქემ მამის სხეულზე მატლები აღმოაჩინა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაცვის თანამშრომლები ეგვიპტის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" დაზარალებულის ადვოკატმა თამარ მჭედლიშვილმა განუცხადა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტის მოქალაქემ მამის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა და განაცხადა, რომ საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა გუშინ გამოკითხეს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამამისის სხეულზე აღმოაჩინა მატლები და სავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. წინა დღით საჩივარი საავადმყოფოს ადმინისტრაციასთანაც დაფიქსირდა. ოჯახის წევრებმა მოითხოვეს, რომ პაციენტისთვის სათანადოდ მიეხედათ. გუშინ მათ სხეულზე მატლების არსებობის დამადასტურებელი სახვევები უნდა გამოეტანათ საავადმყოფოდან, ამან გამოიწვია საავადმყოფოს პერსონალის გაღიზიანება. დაცვის თანამშრომლებმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოკითხვა შედგა და ახლა დასრულდა ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა. კითხვაზე ხომ არ უკავშირდება დაცვის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა ეგვიპტის მოქალაქის ორიენტაციას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ თავდასხმა სიძულვილის მოტივით არ მომხდარა. "ამ შემთხვევაში თავდასხმის მოტივი მისი ორიენტაცია არ ყოფილა. გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სარჩელის შეტანას აპირებდა. სიძულვილის მოტივი არ ყოფილა", - აღნიშნა მჭედლიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)