10:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 18:02:03, 1278 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება - ლიბიიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურა მიმდინარე კვირაში დასრულდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა. 

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, შესაბამის აქტს ლიბიის პროკურატურა ხვალ გამოსცემს, რის შემდეგაც გადმოსვენების პროცედურა დაიწყება. 

"ინფორმაციის მიღების დღიდან სამინისტრო ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატიც დღესაც იმყოფება ლიბიაში და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა პროცესი დასრულდეს. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება. გამოძიება, მითუმეტეს, როდესაც გადმოსვენებას ეხება საქმე, მოითხოვს გარკვეული ვადების და თანმიმდევრობის დაცვას, რის გამოც, ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ექსპერტიზის ჩატარება. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე, შესაბამისად ექსპერტიზაც და გამოძიებაც იმ ქვეყნის პრეროგატივაა. ლიბიაში არის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი, რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს პროცესებზე. რაც შეეხება დასკვნას, მისი შინაარსი ჩვენთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გავეცნობით დასკვნას. უნდა დადგინდეს რა იყო ჩვვენი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics