|
2015-06-18 16:39:18, 377 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა
ბათუმში, რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" იმართება, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (Saeima) ვიცე-სპიკერმა ინესე ლიბინა-ეგნერემ და პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-მარშალმა ელჟბიეტა რაძისზევსკამ. აღნიშნული კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას ეძღვნება. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ექვსი თემატური სესია: რიგის სამიტის შემდეგ – „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები; აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობები „ჩეთემ ჰაუს"-ის ფორმატი; თანამშრომლობა V4-სა (სლოვაკეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის; საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება – გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA); ევროკავშირის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)