|
2015-06-18 16:19:08, 633 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკზე: ზოგი ჭირი მარგებელია
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის ზოოპარკის შეძენას უარყოფს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მხოლოდ გადაწყვიტა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციას დაეხმაროს. „არ ვიცი, რამდენს მოეწონება ჩემი ნათქვამი და რამდენს არა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. ასეთი ანდაზაა ქართული. ზოოპარკი იმ პირობებში, რაშიც იყო, არასოდეს მომწონდა. 2006–2007 წლებში პროექტი გავაკეთე, ვაპირებდი მთავრობას დავხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველებსაც ჰქონდეთ ცხოველური პირობები, თუ ვატყვევებთ მათ, უნდა მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ ვერ იყო სანიმუშო დონეზე. მთავრობა იზიარებს ნებას, იცით, რომ ზოოპარკის გადატანაზეა საუბარი, ადგილის შეცვლაზე, მე ჩემ წილად დავეხმარები. უკვე აცხადებენ, რომ „ზოოპარკს ივანიშვილი ყიდულობს და ამისთვის უნდა ყველაფერი“. მე განვაცხადე რომ ზოოპარკსაც დავეხმარები, ასე გადააყირავეს და თქვეს, რომ ზოოპარკის შეძენა უნდაო საკუთრებაშიო“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)