07:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 10:01:01, 1118 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს რამდენიმე თვის წინ, თბილისში ვიზიტისას გადასცა.

საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალი, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივა და ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.

მამუკა ბახტაძემ საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას ისახავს მიზნად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics