|
2019-02-16 18:05:39, 1592 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ნატო-ში გაწევრიანების „შესაძლებლობათა ფანჯარა“ ღიაა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების შეფასებით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატოსთან ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგზე და არაერთი მიმართულებით არსებულ შესანიშნავ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. "ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი. საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვის და უფრო ფართო ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, რაც ამჟამად ინიცირდება. ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის "შესაძლებლობათა ფანჯარა" ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში. ნატოს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ვიპოვით გზებს არსებული გამოწვევების გადასალახად და საქართველოს გაწევრიანების პროცესს მნიშვნელოვნად ავიყვანთ უფრო მაღალ და მდგრად დონეზე. მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური, ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია. მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის სტუმრებს. ღონისძიებაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ასევე იტყვით მიმართეს ელჩმა იშინგერმა და ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)