08:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 16:04:15, 1236 ნახვა

საზოგადოება
„ილოცონ, ჩემი ძმა გადარჩეს, თორემ ყველაფერს ნათელი მოეფინება“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს ადანაშაულებს

ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.

თორნიკე მამალაძემ ძმა კლინიკაში მოინახულა და აღნიშნა, რომ დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა. 

„ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, მასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს“, - განაცხადა მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.  ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics