|
2019-02-15 16:50:42, 930 ნახვა
საზოგადოება
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა „ხავერდის მზე“ გაიმართება
ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ უნიკალური ტექნიკით შექმნილი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერწერული ტილოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. ტატო ახალკაციშვილის შემოქმედებითი გზა მუდმივი კვლევის პროცესია, რომელიც ზეგავლენას ახდენს აწმყოზე, სადაც ეს სამყარო და მასთან დაკავშირებული მოვლენები რეალობის საზღვრებს სცდებიან და მიუღწევადი დროითი სისტემის არეალში ექცევიან. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მოეწყობა ხუთი, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, Erti Gallery-ს და SOLO-ს მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს, ამით კი დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინება. დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge
(R)
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)