07:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 15:31:36, 1038 ნახვა

საზოგადოება
ბექა ოდიშარია კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებას დადებითად აფასებს

 „ისინი ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ არამედ მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ, თემაზე ბჭობისას დამეთანხმებით ხშირად წარმოთქვავენ წინადადებას, „რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს“, - ამის შესახებ უმრავლეოსობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ის კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებას დადებითად აფასებს

„წარსულის კრიტიკის გარეშე... და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90 წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, მათ ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი, ვფიქრობ მერის დღევანდელი გადაწყვეტილება ობიექტურად გვაფიქრებინებს, რომ მართლაც ჯერ კიდევ არ არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ჩვენმა თაობამ გადაარჩინოს თბილისი მასში ათეულ წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს და ერთხელ და სამუდამოდამ ჩააყენოს მისი განვითარება ევროპული ტიპის ქალაქებისათვის დამახასიათებელ კალაპოტში. განსაკუთრები აღნიშვნის ღირსია ის გარემოება რომ კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან, ბიზნესთან და საზოგადოებრიობის ფართო წრეებთან დიალოგის გზით აღწევს და იღებს კიდეც! ესეც ახალი თბილისური სტანდარტია!“ - აღნიშნა ოდიშარიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics