07:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 15:11:07, 1139 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

თოლორაიას თქმით, მისი დეპარტამენტი მრავი მიმართულებით იმუშავებს. 

"ეს დეპარტამენტი იმუშავებს არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და ტრეფიკინგის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულებზეც განახორციელებს მონიტორინგს.  დეპარტამენტი ასევე განახორციელებს მონიტორგინს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც საჭიროდ ჩაითვლება არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკიდან, საჯარო ინტერესებიდან და მოქალაქეთა ინტერესიდან გამომდინარე", - განაცხადა თოლორაიმ. 

თოლორაიამ ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტის გაფართოება და სისტემის შიდა მონიტორინგის  მექანიზმად ჩამოყალიბება დეპარტამენტის მიერ 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ეფექტურობამ და გამოძიების ხარისხის ზრდის მხრივ მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა. 

"ვფიქრობთ, რომ  სისტემის შიგნით მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც, პრინციპში, პირველი პრეცედენტია -  ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მაღალი ხარისხის გამოძიება შევთავაზოთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან მოვლენ“, - განაცხადა თოლორაიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics