07:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 18:44:06, 1181 ნახვა

საზოგადოება
დიდუბესა და დიღომს ათი ფიტნეს ზონა შეემატება

დიდუბის რაიონის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, ათ მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორებს ამონტაჟებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე - დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე  კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს ექნება. 

ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოებს შპს „გეო-გრინი“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ახორციელებს. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 181 434 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics