|
2019-02-11 12:55:28, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. როგორც ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია. „მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტს საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან, თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია", - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. განხილული იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. საგარეო უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობას. შეხვედრისას მინისტრების მიერ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, ომით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნით. „ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას" -აღნიშნა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიზაციის პროცესში, რაზეც მეტყველებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აქტიური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, ასევე, თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, საქართველოში მედია გარემოს განვითარების მიზნით, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან - ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)