|
2019-02-10 21:08:19, 1347 ნახვა
საზოგადოება
მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს
მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა. მეგობრები ყვებიან, რომ მათ მამაკაცი გუშინვე თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 000 არის გადახდა მოსთხოვეს. მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს. "რომ ვნახეთ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა კლინიკა რუსთავში. როდესაც მივიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაშ ადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა," - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობარი. 29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)