|
2019-02-09 16:51:05, 1486 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი აბუსერიძე - ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი, ვაზისუბანში, 90-ე საჯარო სკოლაში შეხვდნენ დირექტორს და სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ. ირაკლი აბუსერიძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის. იმისათვის, რომ მივიღოთ უკეთესი აკადემიური წარმატება, მოსწავლეებმა კომფორტულ, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში უნდა შეძლონ განათლების მიღება. განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება დავუთმო და შევისწავლო ჩემი რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობა. დღეს ვესტუმრეთ ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას, სადაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შედარებით რთული ვითარებაა. სკოლის ხელმძღვანელთან, თამარ მელიქიძესთან ერთად, ადგილზე შევაფასეთ არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზე შევთანხმდით. მიმდინარე წელს სამინისტროს მხარდაჭერით სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება,“ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)