|
2019-02-08 17:04:01, 1007 ნახვა
საზოგადოება
შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა მთავარი მოთხოვნა ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა. ამასთან, მათ დღეს განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, სადაც მენეჯმენტის არაეფექტურობაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის სოციალურ მუშაკებს 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა მოჰყავთ. მოთხოვნები, რასაც სოციალური მუშაკები აყენებენ იყოფა ორ ნაწილად. პირველი: სისტემურ დონეზე დაიგეგმოს ცვლილებები, რომელზეც უნდა იმუშაოს იმ სამუშაო ჯგუფმა და იმ ფორმატში, რასაც სოციალური მუშაკები სთავაზობენ დამსაქმებელს. კერძოდ, ჯგუფში უნდა წევრიანდებოდნენ მოქმედი სოციალური მუშაკები, უშუალოდ ველზე მოქმედი სოციალური მუშაკები, რომელთაც ყველაზე კარგად იციან პრობლემები. მეორე: აქ უნდა იყვნენ სფეროს ექსპერტები, რომელთაც სოციალური მუშაობა შემოიტანოს და დააფუძნეს საქართველოში და მისი კონცეფცია განავითარეს; და მესამე: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და აქვთ შესაბამისი მანდატი. მეორე ნაწილი სოციალური მუშაკები ეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ სოციალური მუშაკები მათზე დაკისრებული სამუშაო რაოდენობის ამ სამუშაოს სირთულის სუპერვიზიის არ არსებობის გამო რეალურად, ვერ ახერხებენ, საქართველოში განახორციელონ სოციალური მუშაობა“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ქეთი ხუციშვილმა „რუსთავი 2“- თან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)