|
2019-02-07 19:07:17, 1313 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი: რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან
„რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია. „უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მისი თქმით, მათ შეეძლებათ ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნვეყოფილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მუშაობა გრძელდება უნივერსიტეტების ჩართულობით. ზოგიერთი უნივერსიტეტი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)