|
2019-02-07 15:47:18, 1527 ნახვა
საზოგადოება
კვიციანი: გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარი კვიციანის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას შეუწყობს ხელს. როგორც მან მიხეილ ბატიაშვილს დღეს გამართულ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმართა, აცილებელია გენოციდის პრობემაზე საუბარი. „განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)