02:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 16:41:59, 881 ნახვა

საზოგადოება
უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება

უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი, სრულიად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, მეტროს ახალი შემადგენლობა დავამატეთ, რათა მეტროთი გადაადგილება კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მეტროს იმ არსებული  ვაგონების რეაბილიტაცია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. მეტროს ორივე ხაზს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მეტროსადგურებში მოცდის დრო შევამციროთ. გასულ წელთან შედარებით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაზრდილია. შესაბამისად, აუცილებელია, სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები - კომფორტული, მოცდის დრო კი 2.5 წუთამდე შემცირდეს. მოცდის დრო თავიდან ოთხი წუთი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი სამ წუთზეა დაყვანილი. ვსაუბრობ პიკის საათებზე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მიწისზედა მეტროს პროექტზე ისაუბრა, რომელიც ორი მიმართულებით იგეგმება: სამგორიდან ლილოს მიმართულებით - სამგორი-აეროპორტი და თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით.

„გუშინ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომ წარმოადგინონ პროექტი. ასევე, უნდა შემუშავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ეს დოკუმენტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში დამუშავდება. რუსთავის მიმართულებით, მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სრულ სურათს მოგვცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics