|
2019-02-05 17:45:36, 2111 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის პატრიარქმა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადასცა
უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს უკრაინის ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ლეგიონის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მამულაშვილმა ჯილდო უკრაინის მხარდაჭერისთვის მიიღო. "მივიღე უკრაინული ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, ამ ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ეს უმაღლესი ჯილდოაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს. ეს ჯილდო იმითაც არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე პატრიარქმა ასეთივე ჯილდო ამერიკელ სენატორრს, საქართველოს დიდ მეგობარს ჯონ მაკკეინსაც გადასცა. ეს სულიერი ლიდერის აღიარებაა. ამ ჯილდოს მიღებით პატრიარქმა დააფასა მთელი ლეგიონის ღვაწლი, რომელიც შევიტანეთ უკრაინის დამოუკიდებლობასა და მთლიანობაში. დიდება გმირებს", - ნათქვამია მამულაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)