00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 00:39:27, 2758 ნახვა

საზოგადოება
ქართული ჰიპ-ჰოპის დამაარსებელი აკაკი ბაბუნაშვილი (შავი პრინცი) გარდაიცვალა

საქართველოში ქართული ჰიპ-ჰოპის დამაარსებელი აკაკი ბაბუნაშვილი იგივე შავი პრინცი გარდაიცვალა. ამის შესახებ მწერალმა და მისმა მეგობარმა ერეკლე დეისაძემ დაწერა. ინფორმაცია ასევე დადასტურა რეპერმა ჯერონიმომ.

არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა. მიზეზი კი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. ბოლო კონცერტი შემსრულებელმა ქუთაისში 2 თებერვალს გამართა.

ბაბუნაშვილი დაიბადა ქუთაისში 1971  წლის 4 ივლისს .დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი. 
უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში "ოთხი ტარაკანა" 
საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და გახსნა საკუთარი კოლექტივი "ძებნილი" 
2001 წელს გამოეყო ჯგუფს და შეუდგა სოლო კარიერას. საქართველოში პოპულარული 2002 წელს გახდა სიმღერით - ,Mi Bandito". 
სახელი შავი პრინცი ქუთაისიდან გამოყვა,რადგან უპირატესობას შავ ტანისამოსს ანიჭებს. 
აკაკი ბაბუნაშვილი თვითონ წერდა მუსიკალურ თემებს და სიტყვებს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics