00:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 11:57:47, 1032 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 31იანვრის მონაცემებით, 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში  28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

31 დეკემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4597 (4065  + 532 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (33 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  39.9 %  (2968) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.4 % (3458) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.2 %  (836) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %  (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics