|
2019-02-03 13:08:49, 1409 ნახვა
საზოგადოება
ერაყში ორი არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის დასაბრუნებლად ყველა იურიდიული ღონისძიება ტარდება
"იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძეს ერაყში აუყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც ბაღდადში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე იცავენ მისი და ბავშვების ინტერესებს და სამართლებრივად იბრძვიან არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 4 წლის შვილის დალურჯებული სახე დედამ ინტერნეტით ნახა. აქამდე ნაცემ ბავშვებს მოძალადეები Skype-ის საშუალებით ანახებდნენ, თუმცა, უკვე ხუთი თვეა, თეონა ტეფნაძემ ისიც კი არ იცის, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები. ერაყში საქართველოს ორი არასრუწლოვანი მოქალაქე დედამ თავად წაიყვანა. 2015 წელს თეონა ტეფნაძემ აჰმედ ალდოვსზე იქორწინა. მათ სამი წლის განმავლობაში თბილისში იცხოვრეს. 2018 წელს კი ალდოვსმა თეონას ერთ თვით მის მშობლებთან ბაღდადში წასვლა შესთავაზა. ტეფნაძის თქმით, არადადეგებზე ერაყში წასულ ცოლს ქმარმა საქართველოში უკან წამოსვლაზე უარი უთხრა. თეონა ტეფნაძე ამბობს, რომ ქმარმა მისი და მისი შვილების პასპორტები წაართვა და ქართველი ქალიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)