|
2019-02-01 12:52:43, 926 ნახვა
საზოგადოება
ჟენევაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარების ძირითადი ხედვა წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა,შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სესიაში „მდგრადი განვითარება რეგიონში”, სადაც მოხსენება „მწვანე ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს ხედვის” შესახებგააკეთა. 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკა“საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. სესიაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მწვანე ეკონომიკის ხელშემწყობი ძირითადი ასპექტების მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მწვანე ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, მწვანე მშენებლობის პრაქტიკის დანერგვა, ენერგოეფექტურობის წახალისება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)